საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძე წარადგინა
საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ექვსმა ფრაქციამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ევა გოცირიძე წარადგინა.
ევა გოცირიძის კანდიდატურა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა.
საკონსტიტუციო სასამართლოში უფლებამოსილების ვადა მოსამართლე ლალი ფაფიაშვილს ეწურება.