მთავრობაში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს
საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” პრესსამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული.
მათივე ინფორმაციით, უმრავლესობის წევრები მთავრობაში დაგეგმილ სტრუქტურულ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
კონსულტაციების დასრულების შემდეგ მედიისთვის გაკეთდება კომენტარები.