საპარლამენტო უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დღეს დაარეგისტრირებს
საპარლამენტო უმრავლესობა პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს დღეს დაარეგისტრირებს.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ცვლილებათა პროექტი საკანონმდებლო ორგანოს დღეს წარედგინება. ცვლილებების ინიცირების შემდეგ მასზე მსჯელობა საარჩევნო თემატიკაზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში მოხდება.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პროპორციული სისტემა ნულოვანი ბარიერის ფარგლებში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება.