საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა [ვიდეო]
საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წევრები პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
მათ შორის კამათი ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნამ გამოიწვია.
კერძოდ, ზაზა პაპუაშვილი დაინტერესდა, კომისიამ რა ახალი გარემოება გამოავლინა და რა შესძინეს საქმეს სამ თვის განმავლობაში.
„ვერაფერი. ნუ ყაყანებთ. ტაში ერთმანეთს დაუკარით. რამდენჯერ უნდა გითხრათ, რომ ხართ უტიფრები, ცინიკოსები, უზრდელები და კიდევ მეტი… ხელი აუქნიე ბებიაშენს, ბიჭო შე იდიოტო“, – ასე მიმართა ზაზა პაპუაშვილმა უმცირესობის წევრებს, მათ შორის გიგა ბოკერიას.
ამის შემდეგ პარლამენტში ზაზა პაპუაშვილს, ელენე ხოშტარიასა და გიგა ბოკერიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება დაიწყო, რაშიც სხვა დეპუტატები ჩაერთნენ.