საპარლამენტო უმცირესობა საგადასახადო კოდექსში ცვლილების ინიციატივით გამოდის
საპარლამენტო უმცირესობა საგადასახადო კოდექსში ცვლილების ინიციატივით გამოდის

საპარლამენტო უმცირესობა საგადასახადო კოდექსში ცვლილების ინიციატივით გამოდის.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის სერგო რატიანის თქმით, სახელმწიფო უნივერსიტეტი მოგების გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს.

„ესტონური მოდელის ამოქმედების შემდეგ კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტები არათანაბარ პირობებში არიან. პარადოქსული მდგომარეობაა, როცა კერძო უნივერსიტეტი მოგების გადასახადისგან თავისუფლდება, თუკი არ გაიტანს მოგებას, სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ უფლებით ვერ სარგებლობს. ვფიქრობ, განათლების მინისტრი აცნობიერებს ამ ცვლილების საჭიროებას, რადგან ცოტა ხნის წინ თსუ-ის პრორექტორი იყო“, – განაცხადა სერგო რატიანმა.

სერგო რატიანი კანონპროექტის შინაარსს არასამთავრობო სექტორს და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს აცნობს.