საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ სახელს იცვლის და „რეფორმების ჯგუფი“ ერქმევა
საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ სახელს იცვლის. ფრაქციას „რეფორმების ჯგუფი“ ერქმევა. ამის შესახებ დღეს ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.
ფრაქციამ წესდებაში ცვლილებები შეიტანა და ამის შესახებ გადაწყვეტილება ბიუროს აცნობა.
„საპარლამენტო ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის“ გადაწყვეტილება ფრაქციის წესდებაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე. ფრაქციას განესაზღვრა ოფიციალური სახელწოდება „რეფორმების ჯგუფი“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ.