ფრაქცია „მწვანეებში“ ირაკლი აბუსერიძესა და ზაზა გაბუნიას ფრაქცია „ქართული ოცნების“ ორი წევრი ჩაანაცვლებს
ფრაქცია „მწვანეებში“ ირაკლი აბუსერიძესა და ზაზა გაბუნიას ფრაქცია „ქართული ოცნების“ ორი წევრი ჩაანაცვლებს

საპარლამენტო ფრაქცია „მწვანეებში“ ირაკლი აბუსერიძესა და ზაზა გაბუნიას ფრაქცია „ქართული ოცნების“ ორი წევრი ჩაანაცვლებს.

პირველი არხის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ზაზა გაბუნია და ირაკლი აბუსერიძე გოჩა ენუქიძისა და ბიძინა გეგიძის ფრაქციაში გაწევრიანდებიან, მათ „მწვანეებში“ სავარაუდოდ, გენადი მარგველაშვილი და ანზორ ბოლქვაძე ჩაანაცვლებენ.

ფრაქცია „მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძე ადასტურებს, რომ მისი ფრაქციიდან ორი წევრის გასვლა იგეგმება.

„საპარლამენტო უმრავლესობას ორი ფრაქცია ემატება, რაც დემოკრატიული და კარგი პროცესია. რაც შეეხება ჩემს ფრაქციას, შევთანხმდით, რომ ჩვენგან ორი დეპუტატი მიდის და ორი მაჟორიტარი დეპუტატი დაგვემატება, თუმცა აღნიშნული დეპუტატების ვინაობის დასახელებისგან თავს შევიკავებ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ისინი კარგი და გამოცდილი პოლიტიკოსები არიან“, – განუცხადა პირველ არხს გაჩეჩილაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში დამატებით ორი ფრაქცია დეკემბრის ბოლომდე შეიქმნება.