საპარლამენტო დელეგაციის წევრები მალტაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ
საპარლამენტო დელეგაციის წევრები მალტაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრები მალტის რესპუბლიკაში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა წარმართა. შეხვედრას პარლამენტის წევრები და მალტისა და იტალიის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე დაესწრნენ.

როგორც ჟურნალისტებს კონსტანტინე სურგულაძემ განუცხადა, დიასპორის წარმომადგენლებთან საინტერესო და ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა.

„ჩვენმა თანამემამულეებმა დელეგაციის წევრებს გაუზიარეს საინტერესო საკითხები, თავიანთი ცხოვრების პირობები, პრობლემები, სირთულეები, რასაც აწყდებიან, სურვილები, მიზნები. შეხვედრის დროს ბევრი საინტერესო და პრაქტიკული საკითხი გამოიკვეთა. მაგალითად, მალტაზე საკვირაო სკოლის გახსნის საკითხი, სტაჟირების საკითხი საქართველოს პარლამენტში. ასევე, სამშობლოში დაბრუნების საკითხი და ბიზნესში თანამემამულეების, ჩვენი ჩართულობა. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო და პროდუქტიული. იმედი მაქვს, მალტაზე ასეთი ვიზიტები ბევრი იქნება”, – განაცხადა სურგულაძემ.