საპარლამენტო არჩევნებში 18:00 საათისთვის არსებული ეგზიტპოლის შედეგები
სამმა ქართულმა ტელეარხმა – „იმედმა“, „ფორმულამ“ და „მთავარმა“ საპარლამენტო არჩევნები 2024-ისთვის ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნეს.
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 56,1%;
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 12.6%;
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 11.6%;
„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ – 7.0%;
„გახარია საქართველოსთვის“ – 4.8 %.
ცდომილების ზღვარი +- 2.5 პროცენტია.
ტელეკომპანია „ფორმულას დაკვეთით „ედისონ რისერჩის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 40,9%;
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 16,7%;
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 16,7%;
„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ – 10,3%;
„გახარია საქართველოსთვის“ – 8,2%.
ტელეკომპანიის ცნობით, საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გარდა გამოიკითხა 14 946 არჩევნებში მონაწილე ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 2,5%, 95%-იანი სანდოობის ზღვრისთვის.
ტელეკომპანია „მთავარის“ დაკვეთით, „ჰარის იქსის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები:
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 42%;
„კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 18%;
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 13%;
„ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლების მოედანი, მოქალაქეები“ – 9%;
„გახარია საქართველოსთვის“ – 8%.
ტელეკომპანიის ცნობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გამოკითხულია 11 510 ადამიანი.