ცნობილი საოპერო მომღერალი, სოპრანო მონსერატ კაბალიე 85 წლის ასაკში ბარსელონაში გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური მედია ავრცელებს.
ბოლო პერიოდში, მომღერალი საავადმყოფოში მკურნალობდა. მან ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, მონსერატ კაბალიეს 8 ოქტომბერს დაკრძალავენ.
მონსერატ კაბალიეს საოპერო კარიერა 50 წელს ითვლის.
მისი წარმოდგენები იმართებოდა „მეტროპოლიტენ ოპერაში“, სან ფრანცისკოსა და ვენის ოპერის სახელმწიფო თეატრებში.
საოპერო მომღერალი ასევე ცნობილია ერთობლივი ალბომით ჯგუფ Queen-ის ვოკალისტ ფრედი მერკურთან ერთად.