საოლქო კომისიის მონაცემებით, პირველ ტურთან შედარებით, ბათუმში ამომრჩეველთა აქტივობა გაზრდილია
საოლქო კომისიის მონაცემებით, პირველ ტურთან შედარებით, ბათუმში ამომრჩეველთა აქტივობა გაზრდილია

ბათუმში ამომრჩევლის აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურთან შედარებით დაახლოებით 10 პროცენტით არის გაზრდილი. საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ბათუმში 15:00 საათზე არჩევანი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 38-მა პროცენტმა მისცა ხმა, პირველ ტურში კი ამავე დროის მონაკვეთში უბნებზე მხოლოდ ამომრჩევლის 28 პროცენტი იყო მისული.

საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საოლქო საარჩევნო კომისიაში ხუთი საჩივარია შესული.