საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ოდესაზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
ოდესაზე რუსეთის გუშინდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეგ კიპერი ავრცელებს.
ოდესის ოლქში დღეს გლოვის დღეა გამოცხადებული.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, საავადმყოფოში მკურნალობას განაგრძობს იერიშის შედეგად დაშავებული 23 ადამიანი. მათგან ოთხის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვის.
29 აპრილის სარაკეტო დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა „კივალოვის სასახლეში“, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს ეკუთვნის.