საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ფხვენისში საფეხბურთო სტადიონი შელახული მდგომარეობაშია. ახლა მიისი კეთილმოწყობა გადაწყდა – ბალახის საფარი სრულად განახლდება, გასახდელების მოეწყობა, ძელები შეიღებება და ა.შ.
ეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და შიდა ქართლის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის ერთობლივი ძალებით დაიგეგმა. დღეისათვის, სოფელ ფხვენისში ფეხბურთში 40-ზე მეტი ბავშვი ვარჯიშობს, მათ შორის არიან გოგონებიც. ბავშვები მოინახულეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
მოედნის რეაბილიტაციამდე ფეხბურთელებმა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან საჩუქრად სპორტული ინვენტარი მიიღეს, ვეტერან ფეხბურთელთან, მიხეილ ყაველაშვილთან ერთად კი ფეხბურთიც ითამაშეს.