საოკუპაციო რეჟიმმა წინაგარასთან დაკავებულ ერთ-ერთ პირს ერთთვიანი, ხოლო მეორეს ორთვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა
საოკუპაციო რეჟიმმა წინაგარასთან დაკავებულ ერთ-ერთ პირს ერთთვიანი, ხოლო მეორეს ორთვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა

საოკუპაციო რეჟიმმა რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ სოხელ წინაგარასთან დაკავებულ ერთ-ერთ პირს ერთთვიანი, ხოლო მეორეს ორთვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

„17 დეკემბერს „ცხელი ხაზით“ მიღებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმმა უკანონოდ დაკავებულ ვლადიმერ კანიაშვილს ერთთვიანი, ხოლო კახაბერ ნათაძეს ორთვიანი უკანონო პატიმრობა მიუსაჯა“, – განაცხადეს სუს-ში.

ოკუპირებულ სოფელ წინაგარას მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფაქტზე გაააქტიურა „ცხელი ხაზი“, ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები.