საოკუპაციო რეჟიმმა გორის რაიონის სოფელ ახალუბნიდან მწყემსი, 59 წლის მანსურ პეტრემღვდლიშვილი გაიტაცა.
ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს გორის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სოფელ ახალუბანში დაუდასტურა.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, მწყემსი ორ თანასოფლელთან ერთად დააკავეს.
დაკავება მაშინ მოხდა, როდესაც მწყემსები საძოვარზე საქონელს მწყემსამდნენ.
ორმა მწყემსმა გაქცევა მოახერხა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ინფორმირებულია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.