საოკუპაციო რეჟიმმა ერთი წლის წინ დაკავებული გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლა
საოკუპაციო რეჟიმმა ერთი წლის წინ დაკავებული გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლა

საოკუპაციო რეჟიმმა ერთი წლის წინ დაკავებული გიორგი გიუნაშვილი გაათავისუფლა.

პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, გიუნაშვილმა ცხინვალის ციხე რამდენიმე საათის წინ დატოვა და ის უკვე ოჯახში იმყოფება.

გიორგი გიუნაშვილს ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 20 წლიანი პატიმრობამიუსაჯა. ის ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით დააკავეს, შემდეგ კი მას დივერსიის ბრალი წაუყენეს.

ქართული მხარე მის უპირობოდ გათავისუფლებას ერგნეთის ყველა შეხვედრაზე ითხოვდა.