საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დაკავებული ერიკ დრულევი გაათავისუფლა
საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის კვეთისთვის დაკავებული ერიკ დრულევი გაათავისუფლა

საოკუპაციო რეჟიმმა 21 წლის ერიკ დრულევი გაათავისუფლა. საქართველოს მოქალაქე ქართველ სამართალდამცავებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

ერიკ დრულევი აცხადებს, რომ ის ოკუპირებულ ცხინვალში მძიმე პირობებში იმყოფებოდა.

„საზღვრის გადაკვეთას რომ ვცდილობდი, მაშინ მოხდა ჩემი დაკავება, როკის გვირაბთან. მძიმე პირობებში ვიყავი. დაკავების შემდეგ ცხინვალში მძიმე პირობებში ვიმყოფებოდი. საკანში მარტო ვიყაბი, იყო ფსიქოლოგიური ზეწოლა“, – აცხადებს ერიკ დრულევი.

ერიკ დრულევი საქართველო-რუსეთის საზღვართან, როკის გვირაბთან რამდენიმე დღის წინ დააკავეს.