საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 17 შემთხვევა დაფიქსირდა, სულ კი ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით 57 ადამიანი დაინფიცირდა. მათგან ორი გარდაიცვალა, 16 კი გუდაუთასა და სოხუმში აგრძელებს მკურნალობას.