საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, ერთ ადამიანს, რომელიც სოხუმის საქალაქო საავადმყოფოში მკურნალობდა, „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. მათივე ცნობით, ინფიცირებული პირი 10 დღის წინ დაბრუნდა კრასნოდარიდან, სადაც სამკურნალოს იმყოფებოდა.

მეორე ინფიცირებული სომხეთის მოქალაქეა, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა ოჯახის მოთხოვნით, სოჭში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსი დაუდასტურდა.