საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ შვიდ კურსანტს ​კორონავირუსი დაუდასტურდა
საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ შვიდ კურსანტს ​კორონავირუსი დაუდასტურდა

საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში კიდევ შვიდ კურსანტს ​კორონავირუსი დაუდასტურდა.

​როგორც აფხაზური მედია იუწყება, კურსანტები გუშინ ჩამოვიდნენ მოსკოვიდან. დღეს მათ ჩაუტარდათ ტესტირება და შვიდ კურსანტს დაუდასტურდა კორონავირუსი.

საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, კოვიდინფიცირებულ კურსანტებს გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანენ.