საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ღოღეთში, ოპოზიციის წარმომადგენელი ნატო ჩხეიძე იმყოფებოდა
საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ღოღეთში, ოპოზიციის წარმომადგენელი ნატო ჩხეიძე იმყოფებოდა

საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ღოღეთში იმყოფებოდა ოპოზიციის წარმომადგენელი ნატო ჩხეიძე. ის სოფელ ღოღეთში იმ ადგილას მივიდა, სადაც რუსმა სამხედროებმა ხის ძელები ჩაარჭეს.

ნატო ჩხეიძემ ხელისუფლებას საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები შეახსენა და მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდა.

„ახლა, როდესაც ძალიან გამალებით დაიწყო მიტაცების სამუშაოები, ცხადია უნდა მოვსულიყავი და რაღაც ნუგეში მიმეცა მოსახლეობისთვის. აუცილებელია, რაღაც გააკეთოს ხელისუფლებამ და როდესაც მისი კაპიტულანტური პოლიტიკის გამო არაფერს აკეთებს, მოსახლეობასთან მაინც მივიდეს და მომავლის რწმენა მისცეს. როგორც ჩანს, ხელისუფლება არ ხედავს არანაირ მომავალს თავისი პოლიტიკის გამო და ამიტომაც არ გამოჩნდება მოსახლეობასთან. ამიტომ, ჩვენ ყველამ, ვისაც გვტკივა მოსახლეობის ტრაგედია და ვისაც გვაწუხებს ჩვენი მიწები,  უნდა გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი. იქნებ, ამ ჩვენი დაუღალავი პროტესტით ფეხი ავადგმევინოთ ჩვენს გაყიდულ ბედოვლათ ხელისუფლებას“, – განაცხადა საოკუპაციო ხაზთან ნატო ჩხეიძე.