საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა სოფელ ჭვრინისის მკვიდრი გაიტაცეს
საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა სოფელ ჭვრინისის მკვიდრი გიორგი ხარაზიშვილი გაიტაცეს.
აღნიშნული ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნული პირი დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით. მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
ამასთან, როგორც პირველ არხს სოფლის გამგებელმა, მარიამ გულისაშვილმა განუცხადა, გატაცებული 62 წლისაა. ის სავარაუდოდ მაშინ დააკავეს, როცა შეშისთვის ტყეში იყო წასული.