საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული 62 წლის გიორგი ხარაზიშვილი გათავისუფლებულია
საოკუპაციო ხაზთან რუსი სამხედროების მიერ დაკავებული სოფელ ჭვრინისის მკვიდრი გაათავისუფლეს.
აღნიშნული ინფორმაცია პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
სოფელ ჭვრინისის მკვიდრი, 62 წლის გიორგი ხარაზიშვილი დაკავებული იყო ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით.
ოკუპირებულ ცხინვალში გიორგი ხარაზიშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. დაკავებულის გასათავისუფლებლად, ე.წ საზღვრის კვეთისთვის დადგენილი ჯარიმა 2000 რუსული რუბლი ოჯახის ნათესავებმა გადაიხადეს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა სოფელ ჭვრინისის მკვიდრი გიორგი ხარაზიშვილი გუშინ დააკავეს.