საოკუპაციო ხაზთან მდებარე სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საოკუპაციო ხაზთან, კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხესთან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. იგი სოფელ ქვემო ჭალას მცხოვრებია.
ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
მათი ცნობით, მომხდართან დაკავშირებით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული მამაკაცი ფეხშია დაჭრილი. ამ დროისთვის დამატებითი ცნობების მოკვლევა მიმდინარეობს.