ღოღეთისა და თამარაშენის მონაკვეთზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხნულები გაავლეს
ღოღეთისა და თამარაშენის მონაკვეთზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხნულები გაავლეს

საოკუპაციო ხაზთან, ღოღეთისა და თამარაშენის მონაკვეთზე, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ხნულები გაავლეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

ხნულები სოფელ თამარაშენსა და ღოღეთს შორის, დახლოებით ერთ კილომეტრზეა გავლებული.

„გუშინ საღამოს დავინახე რუსი სამხედროები, ამ ადგილას არჭობდნენ ხის ბოძებს. ბანერებთან ერთად სათვალთვალო კოშკია დამონტაჟებული. ბუნებრივია, ეს დამატებით საფრთხეებს ქმნის ჩვენთვის“,- აცხადებს სოფელ ღოღეთის მკვიდრი ემზარ როსაძე.