საოკუპაციო ძალებმა ენგურის ხიდი ისევ ჩაკეტეს
საოკუპაციო ძალებმა ენგურის ხიდი ისევ ჩაკეტეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების სამსახურმა ენგურის ხიდი დღეს საღამოს ისევ ჩაკეტა. ენგურის ხიდზე ცალმხრივად გადაადგილება 26 მაისს აღდგა. თუმცა, ოკუპირებულ აფხაზეთში დაბრუნების უფლება მხოლოდ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობის მქონე პირებს ჰქონდათ. ხოლო პირიქით, ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვლა კვლავ აკრძალული იყო.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ენგურის ხიდის გავლით ოკუპირებულ აფხაზეთში 532 ადამიანი დაბრუნდა.

ენგურის ხიდზე მიმოსვლა საოკუპაციო რეჟიმმა 14 აპრილს კორონავირუსის პანდემიის გამო აკრძალა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, როდის შეიძლება სრულად მოიხსნას შეზღუდვები.

პანდემიასთან დაკავშირებით ოკუპირებულ აფხაზეთში შეზღუდვების ნაწილი 15 ივნისამდე გააგრძელეს.