ოკუპირებულ აფხაზეთში საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ტატო ზარქუა თავისუფალია. ის რამდენიმე წუთის წინ რუხში ენგურის ხიდით გადმოვიდა.
ტატო ზარქუას გათავისუფლებას ადასტურებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
ტატო ზარქუას ნათესავების ინფორმაციით, ზარქუა 3 ივლისს საოკუპაციო რეჟიმმა დააკავა. ტატო ზარქუას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ. ზარქუა გატაცების ფაქტზე ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი და ჩართული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.