სანქტ-პეტერბურგთან პიროტექნიკის ქარხნის აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
სანქტ-პეტერბურგთან მდებარე პიროტექნიკის ქარხანა „ავანგარდში“ აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.
რუსული მედიის ინფორმაციით, აფეთქების დროს ოთხსართულიანი შენობა ნაწილობრივ ჩამოინგრა.
სახანძრო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ნანგრევებში ამ დრომდე რამდენიმე ადამიანი რჩება, ამიტომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა, კიდევ გაიზარდოს.
პიროტექიკის ქარხანაში აფეთქების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სამაშველო სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება.