სანქტ-პეტერბურგში უნივერსიტეტის შენობის ნაწილი ჩამოინგრა. რუსული მედიის ცნობით, ნანგრევებში სავარაუდოდ რამდენიმე ადამიანია მოყოლილი.
ინციდენტი ლომონოსოვის ქუჩაზე მოხდა. გავრცელებული ცნობებით, უნივერსიტეტის ხუთსართულიანი შენობის ნაწილის ჩამონგრევის შემდეგ სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა შენობიდან 60-მდე ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
რუსული მედიის ცნობით, ნგრევის მიზეზი შესაძლოა, შენობის გაუმართაობა გახდა. ამ მომენტისთვის ადგილზე სამაშველო სამსახურის ათობით თანამშრომლები მუშაობს.