სანქტ-პეტერბურგში საპირველმაისო მსვლელობის მონაწილეები დააკავეს. ინფორმაციას რუსული გამოცემა „დოჟდი“ ავრცელებს.
დაკავებულებს შორის არის ალექსი ნავალნის შტაბის სანქტ-პეტერბურგის ფილიალის ხელმძღვანელი დენის მიხაილოვი.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა ნევის გამზირიდან დაიწყეს, თუმცა მათ პოლიციამ სხვა ქუჩაზე გადასვლის საშუალება არ მისცა.
პირველ მაისს მშრომელთა საერთაშორისო დღეა.