სანქტ-პეტერბურგში პაატა ბურჭულაძის საოპერო მოღვაწეობის 40 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება
სანქტ-პეტერბურგში, მიხაილოვსკის თეატრში დღეს პაატა ბურჭულაძის საოპერო მოღვაწეობის 40 წლისთავისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი გაიმართება.
ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „რია ნოვოსტი“ თეატრის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც სააგენტო წერს, კონცერტში ოპერის მსოფლიო ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.
პაატა ბურჭულაძესთან ერთად მაყურებლის წინაშე წარდგებიან მარია გულეგინა, ლანა კოსი, მარკო ბრეტი, ფერუჩო ფურლანეტო, ოთარ ჯორჯიკია. სიმფონიური ორკესტრის თანხლებით შესრულდება მსოფლიო რეპერტუარის ნაწარმოებები. პაატა ბურჭულაძე საღამოზე შეასრულებს არიებს ვერდის ოპერებიდან „ნაბუკო“ და „ატილა“.
შეგახსენებთ, 2017 წლის ივლისში საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე პეტერბურგის მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.