სანკტ-პეტერბურგის ტურნირი კიკი ბერტენსმა მოიგო
სანკტ-პეტერბურგის ტურნირი კიკი ბერტენსმა მოიგო

2019 წლის საჩოგბურთო სეზონის მეხუთე სათამაშო კვირას ორი ტურნირი გაიმართა ქალებს შორის.
ერთ-ერთ ტურნირს მასპინძლობდა რუსეთის ქალაქი სანკტ-პეტერბურგი. მონაწილეთა შორის იყო მარია შარაპოვა, თუმცა ვერც ის და ვერც სხვა რუსი ჩოგბურთელი ფინალში ვერ გავიდა.

მთავარი პრიზი გაითამაშეს ჰოლანდიელმა კიკი ბერტენსმა და ხორვატმა დონა ვეკიჩმა. ფინალი თითქმის თანაბარი გამოვიდა და საათი და 45 წუთი გაგრძელდა. ბერტენსმა ხუთიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, ვეკიჩმა – ოთხიდან სამი. ამის წყალობით, ბერტენსმა ორ სეტში გაიმარჯვა – 7:6(2), 6:4.

ჰოლანდიელმა ბოლო ერთ წელიწადში ოთხი ტიტული მოიგო, სულ კარიერაში კი WTA-ის დონეზე რვა ტურნირი აქვს მოგებული.