ეჟენი ბუშარმა კარიერა შეაჩერა
ეჟენი ბუშარმა კარიერა შეაჩერა

მსოფლიოს ყოფილმა მეოთხე ჩოგანმა, კანადელმა ეჟენი ბუშარმა, გაურკვეველი ვადით შეაჩერა კარიერა, – წერს ტენისლაიფი (tennis.life).

გამოცემის ინფორმაციით, ჩოგბურთელი ამჟამად მონრეალში იმყოფება მამასთან, ძმებთან და დებთან ერთად. ბუშარმა პაუზა აიღო იმ მიზნით, რომ ბოლომდე გამოჯანმრთელდეს. ამიტომაც, კანადელმა გამოიტანა განაცხადი მექსიკის მონტერეის ტურნირიდან, რომელიც ამ კვირას იმართება. ასევე არ ითამაშებს ეჟენი მომდევნო კვირას ბოგოტაში და გამოტოვებს მადრიდისა და რომის გრუნტის ტურნირებს.

2014 წელს ბუშარი უიმბლდონის ფინალში თამაშობდა. მას ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (WTA) ორი ტურნირი აქვს მოგებული.