18 წლის უკრაინელმა კარიერაში მეორე ტიტული მოიგო
18 წლის უკრაინელმა კარიერაში მეორე ტიტული მოიგო

WTA-ის ტურნირი დასრულდა ტაილანდის ქალაქ ჰუაჰინში. მისი ტრიუმფატორი გახდა უკრაინელი დაიანა იასტრემსკა, რომელმაც ძალიან დაძაბულ ბრძოლაში მოუგო ავსტრალიელ აილა ტომლიანოვიჩს – 6:2, 2:6, 7:6(3).

იასტრემსკამ ბრეიკით დაიწყო გადამწყვეტი სეტი და 2:0 დაწინაურდა, რის შემდეგაც ავსტრალიელმა ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო. 5:2-ის შემდეგ, ტომლიანოვიჩი მატჩზე ორჯერ აწვდიდა მატჩზე, მაგრამ უკრაინელმა ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და 6:5 დაწინაურდა, თუმცა, ტაი-ბრეიკის თამაში თავიდან ვერ აიცილა. იქ იასტრემსკა 0:2 ჩამორჩა, თუმცა აქაც შეძლო გარდატეხის შეტანა და კარიერაში მეორე ტიტული მოიგო.

უკრაინელი ახალ რეიტინგში 47-დან 34-ე ადგილზე გადავიდა.