19 წლის კანადელი ტორონტოს ტურნირის მეოთხედფინალშია
19 წლის კანადელი ტორონტოს ტურნირის მეოთხედფინალშია

მონრეალის „მასტერსის“ მსგავსად, ტორონტოში ქალების „პრემიერ“ კატეგორიის ტურნირზე ყველა მეოთხედფინალისტი გამოვლინდა.

გრძელდება 19 წლის კანადელი ბიანკა ანდრეესკუს შესანიშნავი გამოსვლა – მან, ამჯერად, მსოფლიოს მეხუთე ჩოგანი კიკი ბერტენსი დაამარცხა.

ანდრეესკუმ თავის კარიერაში უკვე ექვსჯერ მოასწრო TOP5-ის მოთამაშეებთან დაპირისპირება და ყველა მოიგო. მისი შემდეგი მეტოქეც რეიტინგის ერთ-ერთი ლიდერი კაროლინა პლიშკოვაა.

1/8 ფინალი

კენინი (აშშ)-იასტრემსკა (უკრ) 6:2, 6:2

სვიტოლინა (უკრ, 6)-ბენჩიჩი (შვეიც, 11) 6:2, 6:4

კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 3)-კონტავეიტი (ესტ, 16) 6:3, 7:5

ანდრეესკუ (კან)-ბერტენსი (ჰოლ, 5) 6:1, 6:7(7), 6:4

ბუზკოვა (ჩეხ)-ოსტაპენკო (ლატ) 6:2, 6:2

ჰალეპი (რუმ, 4)-კუზნეცოვა (რუს) 6:2, 6:1

ს. უილიამსი (აშშ, 8)-ალექსანდროვა (რუს) 7:5, 6:4

ოსაკა (იაპ, 2)-შვიატეკი (პოლ) 7:6(4), 6:4

1/4 ფინალის წყვილები:

სვიტოლინა (უკრ, 6)-კენინი (აშშ)

კარ. პლიშკოვა (ჩეხ, 3)-ანდრეესკუ (კან)

ჰალეპი (რუმ, 4)-ბუზკოვა (ჩეხ)

ოსაკა (იაპ, 2)-ს. უილიამსი (აშშ, 8)

დატოვე კომენტარი