მსოფლიოს მეცხრე ჩოგანი ავსტრალიის ღიას გამოტოვებს
Tennis - French Open - Roland Garros, Paris, France - October 4, 2020. Netherlands' Kiki Bertens during her fourth round match against Italy's Martina Trevisan REUTERS/Charles Platiau
ნიდერლანდელმა ჩოგბურთელმა კიკი ბერტენსმა გამოაცხადა, რომ წელს ავსტრალიის ღია პირველობაზე არ ითამაშებს.
ოქტომბრის ბოლოს, ბერტენსმა აქილევსის მყესზე ოპერაცია გადაიტანა.
„ისევ კორტზე ვარ. ჩემი რეაბილიტაცია წარმატებით მიმდინარეობს, თუმცა მომიწია რთული გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, რომ წელს ავსტრალიაში არ გავემგზავრები. ტურნირი ძალიან ადრე იმართება და რისკი მაღალია. ასე რომ, გავაგრძელებ მუშაობას დაბრუნებაზე და იმედია, ეს მარტში მოხდება“, – დაწერა თავის „ინსტაგრამში“ 29 წლის ბერტენსმა.
მსოფლიოს მეცხრე ჩოგანს ავსტრალიის ღიას ძირითად ბადეში ესპანელი ალიონა ბოლშოვა შეცვლის.
„დიდი სლემის“ პირველი ტურნირი 8-21 თებერვალს გაიმართება.