სანიტარული ჭრების ფარგლებში, პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედნამდე არსებულ გზაგამყოფ კუნძულზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება
სანიტარული ჭრების ფარგლებში, პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედნამდე არსებულ გზაგამყოფ კუნძულზე დაავადებული და ხმობადი ფიჭვები მოიჭრება

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში დაავადებული და ხმობადი ფიჭვების ჭრა გრძელდება, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, 19 მაისს, პეკინის გამზირიდან ჟვანიას მოედნამდე არსებულ გზაგამყოფ კუნძულზე დაავადების გავრცელების პრევენციის მიზნით, 33 ძირი დაავადებული და ხმობადი ფიჭვი მოიჭრება, მათ ნაცვლად კი ჯანსაღი ხეები დაირგვება.

„სანიტარული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც, ფიჭვებზე მავნებელი მწერია გავრცელებული“, – აღნიშნავენ თბილისის მერიაში.

მათივე ცნობით, დედაქალაქში უკვე 40 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ფიჭვი მოიჭრა. სანიტარული ჭრები თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ეტაპობრივად გაგრძელდება. სამუშაოებს შპს „ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.