სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა - გულიაშვილი დებიუტანტია, კვირკველია დაბრუნდა, აზაროვი სიაში ისევ არაა #1TVSPORT
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ოქტომბრის ორ მატჩს უკრაინისა და ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ამ თამაშებისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია – „სარაევოს“ ფორვარდი, ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის ბომბარდირი გიორგი გულიაშვილი. „დინამო თბილისში“ გადასვლის შემდეგ ნაკრებში დაბრუნდა საბა კვირკველია, ხოლო ირაკლი აზაროვი, რომელსაც ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, სიაში ისევ არაა.
უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ „ჯვაროსნები“ 14 ოქტომბერს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებენ.
საქართველოს ნაკრები მოახლოებული მატჩებისთვის მზადებას 7 ოქტომბერს, პოლონეთში დაიწყებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი), გიორგი ლორია („ომონია“ არადიპუ, კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი“, საბერძნეთი)
დაცვა: გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე („კრაკოვია“, პოლონეთი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი“, ირანი), სოლომონ კვერკველია („დინამო თბილისი“), ლაშა დვალი (აპოელ, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი („კრემონეზე“, იტალია), გიორგი გოჩოლეიშვილი („კოპენჰაგენი“, დანია), ლევან შენგელია (ოფი, საბერძნეთი), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი“, იტალია)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ოთარ კიტეიშვილი („შტურმი“, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი („ლევანტე“, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგი“, ავსტრია), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი“, უკრაინა), გიორგი ჩაკვეტაძე („უოტფორდი“, ინგლისი), გიორგი წიტაიშვილი („გრანადა“, ესპანეთი), ზურიკო დავითაშვილი („სენტ-ეტიენი“, საფრანგეთი), ხვიჩა კვარაცხელია („ნაპოლი“, იტალია), გიორგი გულიაშვილი („სარაევო“, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ბუდუ ზივზივაძე („კარლსრუე“, გერმანია), გიორგი მიქაუტაძე („ლიონი“, საფრანგეთი).