სანდრო რაქვიაშვილი - თბილისში მაინც რთული იქნება ოპოზიციის გამარჯვება, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე ქალაქში გამარჯვება უფრო რეალისტური იყოს
მეორე ტურზე „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი ამომრჩევლის ბრძოლა იქნება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სხვა პარტიების ამომრჩევლთა ქცევის პროგნოზირება რთულია.
„თბილისში მაინც რთული იქნება საბოლოო ჯამში ოპოზიციამ რომ გაიმარჯვოს, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე ქალაქში გამარჯვება უფრო რეალისტური იყოს. ძალიან რთულია პროგნოზირება. ორივე მხარე რაღაც უფასოს ჰპირდება, ხან უფასო ლიფტები, ხან უფასო კვება, ხან მეტი პენსია და ა.შ. საბოლოო ჯამში, ალბათ ეს ემოცია გადაწყვეტს, ვინ უფრო მოტივირებული იქნება. დანარჩენი პარტიის ამომრჩეველი, მათ შორის „გირჩის“ ამომრჩეველი, როგორ მოიქცევა, რთულია ამის პროგნოზირება, რადგან ძალიან ცოტა მოტივაცია აქვს სხვა პარტიის ამომრჩეველს ახლა არჩევნებზე წავიდეს და ხმა მისცეს რომელიმე კანდიდატს. ასე რომ „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ძირითადი ამომრჩევლის ბრძოლა იქნება ეს“,- განაცხადა რაქვიაშვილმა.