სანდრო რაქვიაშვილი - საღი აზრი არსებობს, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ მთავრობამ თანხმობა უნდა მისცეს პრეზიდენტს ვიზიტზე, კარგია, რომ პრეზიდენტი ენერგიას ხარჯავს, სტატუსი მივიღოთ
ალბათ ფორმალურად ასეც არის და პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს, როცა ვიზიტით თანხმობის გარეშე მიდის, მაგრამ არ მესმის, პრემიერი რატომ არ აძლევს თანხმობას? – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საღი აზრი არის პრეზიდენტის მხარეს.
„ჩვენ მისი პოზიცია ვიცით, რომ ის ხელს უწყობს ევროინტეგრაციას, მისი შეხვედრები ნამდვილად დაეხმარება, რომ სტატუსი მივიღოთ და სრულიად გაუგებარია, რატომ არ აძლევს პრემიერი თანხმობას? ეს თანხმობა ძალიან ფორმალურია? არ მისცე თანხმობა საქმისთვის, რომელიც ყველას ინტერესებშია, თუ მტერი არ ხარ ამ ქვეყნის, ეს რას ნიშნავს? ამ შემთხვევაში, მგონი, პრეზიდენტი სწორად იქცევა, რომ მთავრობის წინააღმდეგ მიდის. გასაგებია, რომ წესრიგი და კანონები არსებობს, მაგრამ საღი აზრიც არსებობს, რომელიც პირდაპირ გვეუბნება, რომ მთავრობამ თანხმობა უნდა მისცეს პრეზიდენტს. კარგია, რომ პრეზიდენტი ენერგიას ხარჯავს, სტატუსი მივიღოთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.