სანდრო რაქვიაშვილი - ლევან იოსელიანის დამოკიდებულება მაინტერესებს სავალდებულო გაწვევაზე, როცა მისი პოზიცია დაფიქსირდება, გადაწყვეტილებას მხარდაჭერაზე შემდეგ მივიღებთ
„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი აცხადებს, რომ სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანს მას შემდეგ ექნება „გირჩის“ მხარდაჭერა, რაც მისი გეგმები გახდება ცნობილი.
რაქვიაშვილის თქმით, ლევან იოსელიანის კანდიდატურა სახალხო დამცველის პოსტზე სხვებს სჯობს.
„ლევან იოსელიანი ძალიან კარგი კანდიდატურაა, სხვებს სჯობს, მაგრამ ერთია, რომ ჩვენ შეიძლება მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს, მაგრამ იოსელიანს ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერა მას შემდეგ ექნება, რაც მისი პოზიციები და მიზნები გვეცოდინება სახალხო დამცველის პოსტზე. ლევანის დამოკიდებულება მაინტერესებს სავალდებულო სამხედრო გაწვევაზე. როცა მისი პოზიცია საჯაროდ იქნება დაფიქსირებული, გადაწყვეტილებას მხარდაჭერაზე შემდეგ მივიღებთ“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
„მოქალაქეების“ სახალხო დამცველობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.