სანდრო რაქვიაშვილი - კობახიძის განცხადება იყო შეცდომა, ასეთმა განცხადებამ, როგორც არასდროს, გაგვაერთიანა
კობახიძის განცხადება იყო შეცდომა. ასეთმა განცხადებამ, როგორც არასდროს გაგვაერთიანა, ჩვენ დავწერთ განცხადებას და არ შევალთ პარლამენტში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა „ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, „გირჩი“ პარლამენტში არ შევა.
„ჩვენი მთელი მოლაპარაკების პროცესში გვქონდა იგივე პოზიცია, მივიჩნევდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური ერთობა, ამიტომ სხვა კოლეგებთან ერთად სხვდასხვა კომპრომისებზე ვმუშაობდით და ერთიან პოზიციას ვაყალიბდებდით. კობახიძის განცხადება იმდენად ცუდი იყო, რომ ალბათ, ძალიან სერიოზული რაღაც უნდა მოხდეს, რომ მოლაპარაკებას აზრი ჰქონდეს. მე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას მთელ ოპოზიციაზე, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ „გირჩი“ არ იქნება პარლამენტში“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე ისაუბრა.