სანდრო რაქვიაშვილი - ხოშტარიას თუ სურს, პრობლემა მოიხსნას, კარგია გამჭვირვალობა, მაგრამ ვერ ვაიძულებთ, მგონი, მას პოლიტიკური ფასი ექნება გადასახდელი, თუ სიტუაცია გასაგებად ახსნილი არ იქნება
სანდრო რაქვიაშვილი - ხოშტარიას თუ სურს, პრობლემა მოიხსნას, კარგია გამჭვირვალობა, მაგრამ ვერ ვაიძულებთ, მგონი, მას პოლიტიკური ფასი ექნება გადასახდელი, თუ სიტუაცია გასაგებად ახსნილი არ იქნება

მგონი, ხოშტარიას პოლიტიკური ფასი ექნება გადასახდელი, თუ სიტუაცია არ იქნება გასაგებად ახსნილი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, არ უყვარს, როდესაც მთავრობა და სახელმწიფო უწყებები ვიღაცის ფინანსებში ერევიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, კარგი იქნება გამჭვირვალობა.

„არ მიყვარს, როცა მთავრობა და სახელმწიფო უწყებები ვიღაცის ფინანსებში ერევიან, მაგრამ გამჭვირვალობა ძალიან კარგია. შესაბამისად, რაც უფრო მეტი ინფორმაცია იქნება, კარგია. ცხადია, ელენე ხოშტრიას პოლიტიკური საქმიანობიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უცნაურია, ეთიკურ პრობლემას აჩენს და არც მისი ახსნა იყო დამაჯერებელი. ჩემი აზრით, საერთოდ დამაჯერებელი არ იყო. თუ ხოშტარიას უნდა, ეს პრობლემა მოიხსნას, გამჭვირვალობა კარგია, მაგრამ ვერ ვაიძულებთ. არ მგონია, მან უნდა დამალოს რაღაც სახის ტრანზაქციები და ბოლომდე არ მოყვეს ისტორია, სად, რა ხდებოდა, მაგრამ ამაში მთავრობა არ უნდა ჩაერიოს და გამოძიება არ უნდა დაიწყოს. როცა ასეთ პოზიციას იკავებ, ეთიკური პრობლემა გაქვს და ეს პოლიტიკურად უნდა ისჯებოდეს, ანუ, ამომრჩევლის მხრიდან. მგონი, ხოშტარიას პოლიტიკური ფასი ექნება გადასახდელი, თუ ეს სიტუაცია არ იქნება გასაგებად ახსნილი“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.