სანდრო რაქვიაშვილი - ჯაფარიძე-ხოშტარიას ინიციატივა შეიძლება, ახსნა იმით, რომ მოსყიდულები არიან, უნდათ ოპოზიცია დააზიანონ, ან სრულიად სულელები არიან, ან ვერ ხვდებიან, რას აკეთებენ
სანდრო რაქვიაშვილი - ჯაფარიძე-ხოშტარიას ინიციატივა შეიძლება, ახსნა იმით, რომ მოსყიდულები არიან, უნდათ ოპოზიცია დააზიანონ, ან სრულიად სულელები არიან, ან ვერ ხვდებიან, რას აკეთებენ

ოპოზიცია, რომელიც შურისძიებით აპირებს არჩევნებზე გასვლას, ის წააგებს არჩევნებს, ჩვენ ზოგადად 30 წელია შურისძიებით ვცხოვრობთ და თუ ეს წრე გვინდა, გავგლიჯოთ ასეთი გაუაზრებელი ინიციატივები არ უნდა კეთდებოდეს, მით უმეტეს, როდესაც ვიღაცას პრეტენზია აქვს უკეთესი სასამართლო გვქონდეს და ფაქტობრივად ლინჩის წესის პრინციპებია ჩადებული ამ ყველაფერში, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილის თქმით, ერთადერთი, რითაც შეიძლება, აიხსნას ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას ინიციტივა, არის, რომ ისინი „ქართული ოცნების“ დაკვეთას ასრულებენ.

„ერთადერთი, რითაც შეიძლება, ახსნა ეს ყველაფერი, არის ის, რომ მოსყიდულები არიან, უნდათ ოპოზიცია დააზიანონ ასეთი ინიციატივებით ჯაფარიძე-ხოშტარიამ ან სრულიად სულელები არიან, ან ვერ ხვდებიან რას აკეთებენ, ან უბრალოდ „ქართული ოცნების“ დაკვეთას ასრულებენ. სხვანაირად ამას ვერ ახსნი. მე ვერ მოვისმინე ვერც ერთი ადეკვატური ახსნა, რა მიზანი აქვს ამ ყველაფერს. სამწუხაროა, რომ ზოგი მათ შორის ოპოზიციური მედია ამას რაღაც პოზიტიურ ჭრილში აშუქებს. ამაზე არაადეკვატური საქციელი დიდი ხანია, ჩვენს პოლიტიკაში მგონი არ ყოფილა. ჩვენს ქვეყანაში ისტორია გვაჩვენებს, რომ პოლიტიკოსებს სჩვევიათ ხოლმე გადახტომ-გადმოხტომები, ამიტომ არაფერი უცნაური არ იქნება, რომ ზურაც ამ შემთხვევაში იგივე გზას დაადგეს, მით უმეტეს, რომ ჩვენი პარტიის დაშლის მცდელობა ჰქონდა, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ იყო ყველაფერი. თუ გავითვალისწინებთ რამდენი კოალიცია დაშალა ზურამ საბოლოოდ შეიძლება, ასეთი პროფესია აქვს. ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გამო შიმშილობდა, მანამდე მიშას ებრძოდა, ანუ ადამიანი რომელიც ღირებულებას არ წარმოადგენს ან სპეციფიკურ აქტივიზმს ეწევა, არც კი მგონია, რომ სერიოზულად პოლიტიკურად რაღაც წონა ჰქონდეს. საბოლოო ჯამში, ეს ზურას პარტიაა და ის სატელიტია ამ შემთხვევაში. მე შეიძლება, პირადულად უარესიც წარმომიდგენია სამყაროში, მთავარია, რომ ეს ქმედება არის დამაზიანებელი ყველა იმისთვის, ვინც თავს ოპოზიციაში მოიაზრებს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ცნობისთვის, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „დროასთან“ ერთად შექმნა პლატფორმა, სადაც რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების ვინაობა ციფრულ ფორმატში შეინახება“. ჯაფარიძის თქმით, „პლატფორმის მიზანია, რუსული რეჟიმის სამსახურში მყოფი ადამიანების მხილება და მათი გასაჯაროვება, შემდგომში კი ამ ადამიანების ვინაობის ციფრულ ფორმატში შენახვა“.