სანდრო რაქვიაშვილი - იმედი გვაქვს, სახალხო დამცველად იაგო ხვიჩიას მხარდაჭერა ექნება და კონსენსუსი შედგება არა მხოლოდ 90 ხმაზე, არამედ უფრო მეტზე
სანდრო რაქვიაშვილი - იმედი გვაქვს, სახალხო დამცველად იაგო ხვიჩიას მხარდაჭერა ექნება და კონსენსუსი შედგება არა მხოლოდ 90 ხმაზე, არამედ უფრო მეტზე

იმედი გვაქვს, სახალხო დამცველად ასარჩევად იაგო ხვიჩიას მხარდაჭერა ექნება და კონსენსუსი შედგება არა მხოლოდ 90 ხმაზე, არამედ უფრო მეტზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

როგორც სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, სახალხო დამცველის შერჩევის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს.

„კმაყოფილი ვარ იმით, რომ ფაქტობრივად, იაგო ხვიჩიას კონკურენტები არ ჰყავს. მათ შორის, ბოლო შეფასება რაც დაიწერა, ნათლად მეტყველებს, რატომ არ უნდა იყოს სხვა კანდიდატები, განსაკუთრებით მაშინ, თუ იმ კომენტარებს გავეცნობით, რაც შეფასებებს მოჰყვა. ჩვენ იაგო ხვიჩიას კანდიდატურას წარვადგენთ. იმედი გვაქვს, იაგო ხვიჩიას მხარდაჭერა ექნება და კონსენსუსი შედგება არა მხოლოდ 90 ხმაზე, არამედ უფრო მეტზე“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.