სანდრო რაქვიაშვილი - გიორგი ვაშაძის განცხადებები უპასუხისმგებლო იყო, უნდოდა, გამოეყენებინა ხალხის მუხტი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის, რამაც, ბუნებრივია, რისკის ქვეშ დააყენა ბევრი ახალგაზრდა
სანდრო რაქვიაშვილი - გიორგი ვაშაძის განცხადებები უპასუხისმგებლო იყო, უნდოდა, გამოეყენებინა ხალხის მუხტი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის, რამაც, ბუნებრივია, რისკის ქვეშ დააყენა ბევრი ახალგაზრდა

გუშინ გიორგი ვაშაძის განცხადებები უპასუხისმგებლო იყო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გუშინდელ აქციაზე გიორგი ვაშაძის განცხადებები უპასუხისმგებლო იყო.

„ძალიან პრიმიტიული თამაში იყო. მათ შორის, უკვე ცნობილი იყო იმ მომენტისთვის, რომ სხდომა არ ჩატარდებოდა ხუთშაბათს. უნდოდა, მიეწერა თავისი თავისთვის, რომ რაღაც პიკეტირება მოაწყო და სხდომა ჩაშალა. სინამდვილეში, მთელი ეს ამბავი იყო ის, რომ გამოეყენებინა ხალხის მუხტი თავისი ვიწროპარტიული ინტერესებისთვის, რამაც, ბუნებრივია, რისკის ქვეშ დააყენა ბევრი ახალგაზრდა და ჩვენ დავინახეთ, რომ პროტესტი პარლამენტს იქით როცა გაგრძელდა, ბევრად უფრო გულწრფელი და ემოციური იყო, ვიდრე ის, რასაც ვაშაძე და რამდენიმე პოლიტიკოსი აკეთებდა უშუალოდ პარლამენტთან. ასე რომ, მიუხედავად ორგანიზატორების ნაწილის მცდელობებისა, ეს მიტინგი ჩაშლილიყო და უშედეგოდ დასრულებულიყო, საბედნიეროდ, ახალგაზრდების ამ ემოციამ თავისი შედეგი იქონია“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

მისი თქმით, პასუხისმგებლობა ეკისრება ნებისმიერ ადამიანს, რომელიც მიკროფონთან დგას და მოწოდებებს აკეთებს და ეს ყოველთვის უნდა იყოს გააზრებული.