სანდრო რაქვიაშვილი - გიორგი გახარია რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით ნაკლები რეიტინგი ექნება
გიორგი გახარია რაც უფრო მეტს ილაპარაკებს, მით ნაკლები რეიტინგი ექნება, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
როგორც სანდრო რაქვიაშვილმა აღნიშნა, გიორგი გახარია იყო ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და ორი ალტერნატივაა – ის იტყუება, ან მარიონეტი იყო მთელი პერიოდის განმავლობაში.
„ადამიანს რამდენიმე თვის წინ სრული ძალაუფლება ჰქონდა და ახლა ამბობს, რომ კორუფცია და ნეპოტიზმი იყო, რაც შეეძლო, მოეგვარებინა. არასერიოზულია ახლა მისი განცხადებები, მის მიმართ ბევრად უფრო დიდი მოლოდინი მქონდა. არ მგონია, რომ მას დიდი პოლიტიკური მომავალი აქვს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.