სანდრო რაქვიაშვილი - „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დროულია, არ შეიძლება, კანონები კონკრეტული ადამიანების სასარგებლოდ ვწეროთ
„ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დროულია. კარგია, რომ ვეტო დაედო, რადგან არ შეიძლება, კანონები კონკრეტული ადამიანების სასარგებლოდ ვწეროთ, თუნდაც ეს ნათია თურნავა იყოს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ასეთი ცვლილებების მომზადება დაუშვებელი იყო.
„ეროვნული ბანკი იმდენად მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა, რომ ელემენტარული პატივისცემა უნდა იყოს წესრიგის მიმართ. კანონები იმის მიხედვით არ უნდა იცვლებოდეს, რომ ამის დანიშვნა კარგია და იმის გაშვება უხერხულია. კანონის მთელი არსი ისაა, რომ ნათია თურნავა ვიცე-პრეზიდენტად დანიშნონ და ასე კანონები არ იწერება. ნათია თურნავას როგორი დამსახურებაც უნდა ჰქონდეს და შეიძლება ეროვნული ბანკის ყველაზე კარგი პრეზიდენტი აღმოჩნდეს, ასე კანონების წერა არ შეიძლება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო.