სანდრო რაქვიაშვილი - დღევანდელი აქცია პოლიტიკურ აქციად იყო დაგეგმილი, მალევე გადააკეთეს უკრაინის მხარდასაჭერ აქციად, ეს შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ უკრაინის თემის ირგვლივ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარება სურთ
ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი აქვს, რომელიც შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ უკრაინის თემის ირგვლივ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარება სურთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა დღეს დაგეგმილი აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის მხარდასაჭერი აქცია უფრო კარგია, ვიდრე რაღაც გაუგებარი პარტიების აქტივობა.
„ეს აქცია, როგორც პოლიტიკური აქცია, ისე იყო დაგეგმილი, უბრალოდ, თარიღი დაიკავეს, რომ იმავე დღეს სხვა არ დამჯდარიყო. მალევე მიხვდნენ, რომ არაფერი გამოუვიდოდათ და ამიტომ გადააკეთეს უკრაინის მხარდასაჭერ აქციად. პოლიტიკური ლოზუნგები გვერდით გადადეს, რაც, ზოგადად, სწორია, რადგან უკრაინის მხარდასაჭერი აქცია უფრო კარგია, ვიდრე რაღაც გაუგებარი პარტიების აქტივობა. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს პოლიტიკური ელფერი აქვს, რომელიც შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ უკრაინის თემის ირგვლივ ვიწრო პარტიული ინტერესების გატარება სურთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარია, რომ მოსახლეობის უმეტესობა უკრაინის გამარჯვებას უჭერს მხარს. აქციაში ცუდი არაფერია, იმედია, ზედმეტი არ მოუვათ და ისე არ გააფუჭებენ ასეთ აქციას, როგორც წინებს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.