სანდრო რაქვიაშვილი - დარწმუნებული ვარ, თუ „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს წააგებს, ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მივაღწევთ
დარწმუნებული ვარ, თუ „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს წააგებს, პარლამენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მივაღწევთ, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საბოლოოდ, სწორედ ამომრჩეველთა განწყობა განაპირობებს, გვჭირდება თუ არა ქვეყანაში რიგგარეშე არჩევნები.
„დარწმუნებული ვარ, თუ „ქართული ოცნება“ 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს წააგებს, პარლამენტის ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მივაღწევთ. ვადამდელი არჩევნები დიდი ალბათობით მაშინაც დაინიშნება, თუ „ქართული ოცნება“ 43%-ზე მეტს აიღებს, რადგან ასეთ შემთხვევაში, პარლამენტის ვადამდელი არჩევნები მათ ინტერესებში იქნება. საბოლოოდ, სწორედ ამომრჩეველთა განწყობა განაპირობებს, გვჭირდება თუ არა რიგგარეშე არჩევნები.
საბოლოო ჯამში, ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება ამომრჩევლის მიერ ვითარების აღქმაზე დგას. თუ ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკების მაგალითებს გადავხედავთ, როდესაც ადგილობრივი არჩევნები ამომრჩეველს პრინციპულად სხვა შედეგს აჩვენებს, მმართველი გუნდი იძულებული ხდება, ახალი არჩევნები დანიშნოს. ადგილობრივ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 35% რომ მიიღოს და აღმოჩნდეს, რომ მას უმრავლესობა მხარს არ უჭერს, სავსებით შესაძლებელია, „ქართული ოცნებისთვის“ ახალი არჩევნების ჩატარება უფრო უსაფრთხო იყოს, ვიდრე მმართველობის გაგრძელება“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.